სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბაჭუას მშობლიურ სოფელში ბრიგადირად აირჩევენ. იგი თავის სკოლის ამხანაგს, ავადმყოფ და კარჩაკეტილ ნათიას მოინახულებს და დაარწმუნებს, რომ თუკი მოინდომებს, გამოჯანმრთელებას შეძლებს. ბაჭუას სიტყვები ნათიას იმედით აავსებს. ნებისყოფას მოიკრებს, ავადმოფობას დაძლევს და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდება.