დაიბადა სოფ. მელაანში (გურჯაანის რ–ნი) 1907 წლის 14 ნოემბერს. სწავლობდა ბაქოს ქალთა გიმნაზიაში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის ქალთა მე–12 ტექნიკუმი და იმავე წელს შევიდა აკ. ფაღავას დრამატულ სტუდიაში, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. 1927 წ. მუშაობა დაიწყო თბილისის მუშათა თეატრში. ამ თეტრის სცენაზე მსახიობს დიდი წარმატება ხვდა და 1928 წ. კ. მარჯანიშვილმა მიიწვია ახლად დაარსებულ ქუთაის–ბათუმის თეატრში (შემდგომში კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი). მას მიიჩნევდნენ მარჯანიშვილის თეატრის ერთ–ერთ თვალსაჩინო მსახიობად. ასრულებდა ძირითადად კომიკურ და სახასიათო როლებს. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1950). საქართველოს სახალხო არტისტი (1960).