მშობლების დაღუპვის შემდეგ უმცროს ძმაზე ზრუნვა უფროსს, ბუჩუტას დააწვება მხრებზე. მეგობრები დაოჯახებას ურჩევენ, ხან ერთ ქალს ურიგებენ, ხან მეორეს, მაგრამ წლები გადის და ბუჩუტას უმცროსი ძმა დაასწრებს ცოლის მოყვანას. მარტოდ დარჩენილი უფროსი ძმა ძველ სიყვარულს, მწველავ თალიკოს იხსენებს. მოულოდნელად თალიკო თავად გამოეცხადება – ბუჩუტა მასაც მონატრებია.