დაიბადა 1936 წლის 1 მარტს თბილისში. 1963–1969 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, პარალელურად – მეორად ხელოვნების ფაკულტეტზე და მუშაობდა ელექტროგამშვებ ქარხანაში, პლასტმასის ქარხანაში და საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტში. 1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში, ტელეფილმების რეჟისორის ასისტენტად. 1970 წლიდან სწავლა გააგრძელა მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს საკავშირო კურსების სარეჟისორო ფაკულტეტზე (გიორგი დანელია სახელოსნო). მუშაობდა “მოსფილმში“. 1972 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია “ქართულ ფილმში“.