გიორგი შვილის თხოვნას დაყვება და გამოსაზამთრებლად მასთან გაემგზავრება ქალაქში. დაცარიელებულ სოფელში გიორგის ეზო-კარს მხოლოდ ლომა, ერთი შეხედვით ავი კავკასიური ნაგაზი შემორჩება. დიდთოვლობით, მარტოობით, შიმშილით შეწუხებული ლომა მეზობელ სოფელს მიადგება. ძაღლი მაწანწალა ეგონებათ, ქვებს დაუშენენ, ხაფანგს დაუგებენ. ლომა დასახიჩრებული ფეხით შინ დაბრუნდება. გაზაფხულზე შინ დაბრუნებულ გიორგის ეზოდან ლომა გამოეგებება. მოხუცს ცრემლი მოერევა - ერთგულებაში ლომამ აჯობა.