დაიბადა ქ. ქუთაისში 1931 წლის 31 მაისს. 1957 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ალექსი მაჭავარიანის.კლასი). 1972-1977 წლებში იყო სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ტელეფილმების სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი. 1977 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” მუსიკალური განყოფილების მთავარი რედაქტორი. საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1962), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1982).