ქალაქის ზრდასთან და მრავალსართულიანი სახლების გაშენებასთან ერთად იკარგება ის განსაკუთრებული მეზობლური ურთიერთობები, რომელიც თბილისის ისტორიული უბნებისთვის, მისი ძველი მყუდრო სახლებისა და ეზოებისთვის იყო დამახასიათებელი. ფილმის გმირი ამაოდ ცდილობს თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსებში ბავშვობის მეგობრის პოვნას.