დაიბადა სოფელ ეწერში (სამტრედიის რ–ნი) 1937 წლის 12 მაისს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის მე–20 ვაჟთა სკოლა. 1956–59 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში, მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს (1957) ფილმ "საბუდარელ ჭაბუკში" განასახიერა როლი – გოგიტა. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967). საქართველოს სახალხო არტისტი (1979).