გაკოტრებული ლეტიერი უკანასკნელ ქონებას გაყიდის, თანხას მეგობარს, კლუბენს მიანდობს და გემის საყიდლად გაგზავნის. კლუბენი ფულის ნაწილს მიითვისებს. აუცილებელი მექანიზმის უქონლობის გამო გემი "დურანდი" გზის რთულ მონაკვეთს ვერ დაძლევს და მეჩეჩზე შერჩება. ლეტიერი მშვენიერი ქალიშვილის, დერუშეტის ხელს დაპირდება მას, ვინც გემის ნაპირთან გამოყვანას მოახერხებს. ჟილიატი გემს ნაპირზე გამოიყვანს. პირობის თანახმად, დერუშეტი მას ეკუთვნის, მაგრამ ქალიშვილს პასტორი ზბენეზირი უყვარს. შეყვარებულები ჩუმად დაიწერენ ჯვარს. უარყოფილი ჟილიატი შეუღლებულებს დედის დანატოვარ ბეჭედს აჩუქებს და ზღვაში თავს დაიხრჩობს,