დაიბადა 1929 წლის 26 დეკემბერს, ქ. ბათუმში. დაამთვრა ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1945 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. აჭარის დამსახურებული არტისტი (1961), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სახალხო არტისტი (1987). კოტე მარჯანიშვილის, მემედ აბაშიძის და იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ბათუმის საპატიო მოქალაქე (2010).