ახალგაზრდა, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური მზრუნველი მშობლების წყალობით თავიდან აიცილა, ლაღი სტუდენტური ცხოვრებით ხარობს. მოულოდნელად გმირულად იღუპება ჯარიდან დაბრუნებული მისი უახლოესი მეგობარი. ახალგაზრდა საკუთარი ცხოვრების გააზრებას იწყებს, სინდისი ქენჯნის, მშობლების მფარველობის ქვეშ ცხოვრება ტანჯვად გადაექცევა, იგი დატოვებს აკადემიას, სადაც არაკეთილსინდისიერი გზით ჩაირიცხა.