დაიბადა თბილისში 1958 წლის 24 ოქტომბერს. 1976-1982 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (თსსა) ფერწერის ფაკულტეტზე (პედაგოგები - გ. ქუთათელაძე, უ. ჯაფარიძე). სადიპლომო ნამუშევარი: ”გოგონა ხოხობით”. 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, სირიის, ჰოლანდიის, რუსეთის კერძო კოლექციებში. 1991-95 წ.წ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. კ/ს ”ქართულ ფილმში” მუშაობს 1984 წლიდან.