ფილმი-კოლაჟი გამოჩენილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნას ეძღვნება. მას თითო ფრაზით იხსენებენ კოლეგები და მეგობრები: რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ბუბა კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე, ასევე მაყურებლები, მისი თაყვანისმცემლები. დასასრულს მას იხსენებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. ფილმში გამოყენებულია ფრაგმენტები სოფიკო ჭიაურელის ცნობილი ფილმებიდან.