საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდი. ქუჩის მიტინგები, ეგზალტირებული საზოგადოება. ენტომოლოგ ვახტანგ ინტრიელის განსხვავებული შეხედულებები ბევრს აღიზიანებს, პრესა "მოღალატეს, კოსმოპოლიტს, ეროვნული იდეების მოწინააღმდეგეს" უწოდებს... ვახტანგი ქუჩაში ქალს გამოექომაგება. ნინო კახპაა და ნარკომანი. ვახტანგი ცდილობს ქალი შავ სამყაროს ჩამოაცილოს, მაგრამ მოძალადეები ჩაუსაფრდებიან და სცემენ. ნინო ვახტანგის დაცვას შეეცდება, მას ბრმა ტყვია იმსხვერპლებს. კვდება ვახტანგ ინტრიელიც, რომელმაც ძალადობისგან ვერც თავი დაიცვა და ვერც საყვარელი ქალი.