დაიბადა ქ. ბათუმში 1958 წლის 18 მაისს. 1976–80 წლებში სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. როგორც მსახიობი მოღვაწეობდა: 1980-91 წლებში. ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, 1983–90 წლებში. მ. თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრში. არის საქართველოს მშვიდობის დესპანი და პილიგრიმი. ცამეტი პერსონალური გამოფენის ავტორი. პოეტი, მეზღაპრე, კომპოზიტორი და დრამატურგი. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა კურთხევით, 1996–1997 წლებში ქ. ბათუმიდან იერუსალიმში ფეხით იმოგზაურა, ხოლო 1997-98 წლებში სიყვარულის მისიით – "მშვიდობიანი კავკასია" 3 000 სანთლით. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ფეხით გაიარა...