ფილმში მოქმედება ვითარდება ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში; თუმცა ადგილი, გარემოება და მოქმედება აბსურდულია. სარემონტო ბრიგადას გადაწყვეტილი აქვს ვიწრო ქუჩაზე ამოთხაროს ჭა. არავინ იცის, რატომ თხრიან, თვით ბრიგადის წევრებმაც. მოკლედ, რისთვის და რატომ თხრიან ორმოს არავინ იცის.
მეზობლები, ორმოს გათხრის მოწინააღმდეგეები, სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს ამ გათხრასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ბრიგადა მაინც მუშაობს. თუმცა ჭა - არაფერს უერთდება. ამ დაპირისპირებების ფონზე ფილმში ვითარდება ურთიერთობები აბსურდული ფინალით.
დარწმუნდებიან, რა მუშები, რომ მათ მუშაობას შედეგი არ მოყვება, ხურავენ ჭას და ტოვებენ სამუშაო ადგილს.
მოულოდნელად ჭიდან, რომელიც არაფერს უერთდება, ამოხეთქავს ულამაზესი შადრევანი, სადაც ოქროს თევზები დაცურავენ. ეს მოვლენა აერთიანებს დაპირისპირებულებს.