დაიბადა 1957 წლის 21 ნოემბერს, ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 140–ე საშუალო სკოლა. 1979 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1979 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1983 წლიდან არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების, ხოლო 1986 წლიდან საქართველოს კინოკავშირის წევრი.
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1990). 1999 წ. დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით", 2006 წ. არჩეულია საქ. ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე–პრეზიდენტად. 1979 წელს მიენიჭა საქ. თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის. მიღებული აქვს პრიზები ნატო ვაჩნაძის სახელობის (1997), კიევის ახალგაზრდული კ/ფ (1993), პირველ ქართულ კინოფესტივალის "ოქროს არწივის" (1995). მონაწილეობდა – ბარსელონის(1987), ლათინური ამერიკის (1988), ედინბურგის (1988), ლონდონის შექსპირის სახელობის (1994) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე.