შვილი სამუშაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება და ქალაქური ბინის მისახედად სოფლიდან მამა ჩამოყავს. ქალაქში ვანო მეზობელ ევტიხის უმეგობრდება. სოფელს მონატრებული მოხუცები გარეუბანში ნაპოვნ ძროხას ვანოს შვილის ბინაში მოუწყობენ ბაგას, "შველიას" დაარქმევენ და გულმოდგინე მოვლით გამოაზამთრებენ. მრავალსართულიან სახლში პირუტყვის შენახვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. გაზაფხულზე "შველია" ხბოს მოიგებს, ევტიხი კი მოულოდნელად კვდება. დამწუხრებული ვანო ძროხას და ხბოს წინ გაიგდებს და სოფელში ბრუნდება.