დაიბადა თბილისში 1921 წლის 1 იანვარს. სწავლობდა ქ. ხაბაროვსკის სამედიცინო ინსტიტუტში. მონაწილეობდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. 1946–47 წ.წ. იგი იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი. 1954 წელს შოთა მანაგაძემ მიიწვია ფილმში "ქართული ბალეტის ოსტატები" – სეფე ქალის როლის შესასრულებლად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1966).