ქუთაისის ციხიდან პოლიტიკურ პატიმართა გაქცევის ორგანიზებისთვის ფინეთიდან პარტიული მუშაკი, მეტსახელად "ჭაღარა" ჩამოდის. რევოლუციონერი ნატო ნაკაშიძე, იგივე "ვარდო", ციხის მახლობლად სახლს დაიქირავებს. რევოლუციონერები ციხის გეგმის ხელში ჩაგდებას მოახერხებენ და გვირაბის გათხრას შეუდგებიან. სიკვდილმისჯილი პატიმრები მეგობრების დახმარებით ციხეს თავს დააღწევენ.