დაიბადა ქ. სვერდლოვსკში 1928 წლის 24 მარტს. თეატრალური განათლება მიიღო ლენინგრადის ახალ თეატრთან არსებულ სტუდიაში. მუშაობდა ქ.ქ. ორიოლის (1947–51), მურმანსკის (1951–52), ვილნიუსის (1952–57), ჩელიაბინსკის (1957–69) რუსულ დრამატულ თეატრებში. 1969–75 წ.წ. მუშაობდა თბილისის გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო თეატრში. შემდეგ მოღვაწეობდა განაგრძო ლენინგრადის პუშკინის სახ. დრამატულ თეატრში და მოსკოვის საოლქო დრამატულ თეატრში. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1964), საქართველოს სახალხო არტისტი (1973).