დაიბადა თბილისში 1918 წლის 8 ნოემბერს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1938 წელს დაამთავრა საქ. "სახკინმრეწვთან" არსებული კინომსახიობთა სკოლა. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან. მისი პირველი როლია - "მარო" ფილმში "უკანასკნელი მასკარადი" (1934). 1949 წ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 1955 წლიდან ისევ კინოსტუდია "ქართულ ფილმშია" და ქმნის მნიშვნელოვან კინემატოგრაფიულ სახეებს. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).