თანაკლასელები ელგუჯა და მზია სკოლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ სოფელში დარჩენას გადაწყვეტენ, მაგრამ მზია იძულებული გახდება დედის ნებას დაყვეს და უმაღლესში ჩასაბარებლად ქალაქში გაემგზავროს. ბიძის აგარაკზე მზია ახალგაზრდა ინჟინერს, ლადო ჩხეტიანს გაიცნობს. თავაზიანობით, ქათინაურებით, უმაღლესში მოწყობაში დახმარების დაპირებით ჩხეტიანი დედა-შვილს თავბრუს დაახვევს. ვაჟი მზიას ქალაქგარეთ გაასეირნებს და ქალიშვილი მის არაგულწრფელობაში დარწმუნდება. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად მზია სოფელში დაბრუნდება.