დაიბადა 1934 წლის 19 მარტს ქ. თბილისში. 1959 წელს დაამთავრა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტი. იმავე წელს შევიდა იმავე ინსტიტუტის საოპერეტო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1963 წელს. 1960-62 წ.წ. მუშაობდა შ. რუსთაველს სახ. თეატრში, 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში. რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.