ფოთში ქალაქის კოლორიტი იასონი თანამოაზრეებთან ერთად პირველ საფეხბურთო გუნდ „მერცხალს“ შექმნის. თანამოქალაქეთა მხრიდან დაცინვა, ოჯახის წევრების უკმაყოფილება და უსახსრობა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. გუნდის წევრები აგრძელებენ ვარჯიშს და ფეხბურთის პოპულარიზაციას ცდილობენ. რამდენიმე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ „მერცხალი“ ინგლისელ მეზღვაურებთან გამართულ საფეხბურთო მატჩში მარცხდება.
ჩამოტანის წელი 2018. აღდგენის წელი 2018. (ინტერტიტრი -ქართ. სუბტიტრი-ინგლ) აღდგენილია ეროვნულ არქივში
ჟიურის სპაციალურიპრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (დ. აბაშიძეს), თეირანის (ირანი) საერთაშორისო კინოფესტივალი.
გრან-პრი და "ფიპრესის" პრიზი ობერჰაუზენის (გფრ) სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი