დაიბადა 1947 წლის 20 ივნისს, ქ. თბილისში. 1966-71 წ.წ. სწავლობდა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1990). პრესაში 1000-ზე მეტი კარიკატურის გამოქვეყნების გამო, შეტანილია გინესის რეკორდთა სიაში. 1986 წლიდან ანსამბლ „ორერას“ წევრი. ღირსების ორდენის კავალერი (1996).