დაიბადა 1937 წლის 20 თებერვალს ქ. ქუთაისში. 1962 წელს, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ლადო მესხიშვილის თეატრის დასში. 1980-98 წწ. იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1989 წელს - საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. არის აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე.