ერთი თბილისური სახლის ბინადარი ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ. შალვა და დათო ქარხანაში იწყებენ მუშაობას, ახტაჯანა ციცინო კი სწავლას ინსტიტუტში განაგრძობს. მხოლოდ ვაჟა ზარმაცობს და დღეებს დროსტარებაში ფლანგავს, მოსვენებას არ აძლევს ციცინოს, რომელიც დიდი ხანია დათოსაც უყვარს, მაგრამ ქალიშვილისთვის გრძნობის გამხელა ვერ გაუბედავს. გადის დრო. დათო და ციცინო ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებიან. მამის სიკვდილის შემდეგ ვაჟა ფუქსავატობას თავს ანებებს და სამუშაოდ ისიც ქარხანაში მიდის... ეზოში, სადაც დათო, ვაჟა, შალვა და ციცინო თამაშობდნენ, ახალი თაობა იზრდება.