დაიბადა 1937 წლის 9 დეკემბერს, ქ. თბილისში. 1955 წელს დაამთავრა ქალთა მე-2 საშუალო სკოლა. 1955-59 წ.წ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტზე (კუკური პატარიძის ჯგუფი). 1959-64 წ.წ. იყო მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობი, 1967-92 წ.წ. - მუშაობდა ამავე თეატრში რეჟისორის თანაშემწედ.