თადეოზ ტოროშელიძემ, როგორც ღვინის კარგმა მსმელმა, ოდესღაც უზარმაზარი ყანწი მოიგო. ტრადიციის მიხედვით, ყანწის პატრონი ის გახდება, ვინც მას ბოლომდე დაცლის. ყანწის დაუფლების მსურველი უცნობი ადამიანები ტოროშელიძის ოჯახში მრავლად მოდიან. ღვინის სმას პურ-მარილი მოსდევს. ოჯახი სტუმრების მასპინძლობას, ალიაქოთს ვეღარ აუდის, ყანწის მოშორებაზე ოცნებობს.