დაიბადა ქ. ჭიათურაში 1918 წლის 26 თებერვალს. 1935 წელს დაამთავრა თბილისის შრომის მე–9 სკოლა, 1941 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში გამოდიოდა დრამწრის სცენაზე. 1944 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სანკულტის თეატრში, ხოლო 1953 წლიდან – მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961).