რაიონიდან ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ჩამოსული ბუხჰალტერი კუჭკუჭი შემთხვევით აბაზანაში ჩაიკეტება. ტრუსების ამარა დარჩენილი გასაშრობად თოკზე გაფენილ სხვის ტანსაცმელს გადაიცვამს და სტადიონისკენ მოკურცხლავს. სხვისი შარვლის ჯიბეში ფეხბურთის ბილეთს აღმოაჩენს, მაგრამ როდესაც "კანონიერ" ადგილს დაიკავებს, გვერდით მჯდომი მოქალაქე ჩხუბს დაუწყებს – კუჭკუჭის ტანზე თავისი ვაჟის პერანგს იცნობს. ფეხბურთის ფანატიკოს კუჭკუჭის სამსახურში დაგვიანებისთვის სასამართლოს მოუწყობენ.