დაიბადა 1928 წლის 12 მაისს. 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1962 წელს – ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წელს მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა "ბურთი და მოედანი" მოსკოვის სპორტული ფილმების პირველ საკავშირო კინოფესტივალზე დიპლომი მიიღო. 1971–1972 წლებში გადაღებულ სურათს "გათენების წინ" ტაშკენტში აზიისა და აფრიკის ქვეყნების საკავშირო კინოფესტივალზე დიპლომი მიენიჭა.
ყარამან (გუგული) მგელაძე გარდაიცვალა 2015 წლის, 29 ნოემბერს.