მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე დაჭრილი საბჭოთა მეომარი გიორგი გერმანელ ჯარისკაცს ჰანსს ტყვედ ჩაიგდებს, მაგრამ გერმანელი აფეთქებით ისარგებლებს და გაქცევას მოახერხებს. ომის დამთავრების შემდეგ, ჰანსი გეოლოგების ჯგუფთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ერთ-ერთი მარშრუტის გავლისას გიორგი დაღუპვისგან იხსნის ჩამოწოლილ ზვავში მოხვედრილ ძველ მტერს, ჰანსს.