აჯანყებული გლეხების რაზმი ფარნაოზ მორჩაძის ხელმძღვანელობით მენშევიკურ მილიციას განაიარაღებს და იარაღს გადამალავს. მთავრობა დამსჯელ რაზმს გაგზავნის, მაგრამ აჯანყებულები პირისპირ შებმას თავს აარიდებენ, პარტიზანულ გამოსვლებს შეწყვეტენ და ფართომასშტაბიან აჯანყებას შეუერთდებიან. გამარჯვებას დამარცხება მოსდევს. აჯანყების მეთაურები თავს ტყეს შეაფარებენ. ფარნაოზს სახლს გადაუწვავენ, ძმადნაფიცს მოუკლავენ, შემდეგ ჯაშუშს მიუგზავნიან და ვერაგულად მოკლავენ. ქალაქში წითელი არმია შემოდის. ჯარისკაცები ურემზე დასვენებულ ფარნაოზ მორჩაძის ცხედარს მოასვენებენ.