დაიბადა თბილისში 1914 წლის 7 დეკემბერს. დაამთავრა საქართველოს სატყეოტექნიკის ინსტიტუტი (1939), იგი როგორც მსახიობი კინორეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა აღმოაჩინა, 1937 წელს "არსენას" როლის შემსრულებლის ძებნის დროს. 1944 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული სამსახიობო სკოლა. 1937 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". საქართველოს სახალხო არტისტი (1963). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941 - "არსენას" როლისათვის). ორგზის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი. გარდაიცვალა თბილისში 1977 წლის 2 თებერვალს.