მამასახლისი ღარიბი კიკოლას კარ-მიდამოს ხელში ჩაგდებას გადაწყვეტს. მისი დავალებით მკითხავი ბაბალე კიკოლას ცოლს უბედურებას უწინასწარმეტყველებს, თუ მიწას მამასახლისს არ მიყიდიან, მის შვილებს, კატოსა და ქაჯანას კი ავი სულებით აშინებს. ჭიაკოკონობა ღამეს ცელქი კატო ძმას ავსულად გადაცმული გამოეცხადება. ქაჯანას შიშით ენა ჩაუვარდება. ოჯახი ბიჭის განკურნებისთვის ხატთან შესავედრებლად შორეულ სოფელში მიდის, მაგრამ დრო გადის და უკეთესობა არ ჩანს. კატო ხატს ოჯახის შინ გაშვებას შეევედრება და შემთხვევით ხატს გადააყირავებს. ამის შემსწრე ქაჯანა შიშისგან ყვირილს მორთავს – ბავშვს მეტყველება დაუბრუნდება.