სვანეთში სამუშაოდ ჩასული ახალგაზრდა მასწავლებელი ლადო პირველივე გაკვეთილით მოსწავლეების პატივისცემას მოიპოვებს. ლადოს ბიბლიოთეკარი ქალიშვილი ქეთუ შეუყვარდება, მაგრამ იგი ბავშვობიდან თანასოფლელ ჩოფეზეა დანიშნული. ჩოფე და მისი ძმა ლადოს არაერთხელ შეახსენებენ, რომ ადათის დარღვევა და სიტყვის გატეხა მთაში დაუშვებელია. ქალ-ვაჟი დრომოჭმულ წესებს წინ აღუდგება და შეუღლებას სოფელს ზარების რეკვით ამცნობს.