დაიბადა ქ. თბილისში 1898 წლის 27 თებერვალს. სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1913–15 წ.წ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1915 წელს ჩააბაღა გამოცდები სიმწიფის მოწმობაზე და სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი არ დაუმთავრებია. 1917 წელს დაბრუნდა თბილისში და სწავლობდა ქართული დრამატული საზოგადოების დრამატულ კურსებზე. მუშაობდა 1920 წ. ,1924 წ. და 1926–29 წ.წ. – ქუთაისის, 1921 წ. – დუშეთის დრამწრის, 1922 წ. – ჭიათურის მუშათა, 1923 წ. – ბათუმის, 1925 წ. – თბილისი მუშათა თეატრებში. 1929–31 წ.წ. რუსთაველის თეატრის მსახიობია, ხოლო 1931–36 წ.წ. – მარჯანიშვილის თეატრის. 1937–55 წ.წ. მოღვაწეობდა ხულოს, თელავის, ახალციხის და გორის თეატრებში. 1955 წლიდან კი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ცხინვალის თეატრის მსახიობად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1945).