კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, როდესაც ადგილზე ჩააღწევს, შვილი ჰოსპიტალში აღარ დახვდება – გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მივა. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვის, მაგრამ მძიმე ბრძოლაში გოდერძი მამის თვალწინ დაიღუპება.