დაიბადა 1950 წლის 27 იანვარს ქ. ალაპაევსკში (სვერდლოვკკის ოლქი). 18 წლის იყო როცა გადავიდა მამინაცვლის, მსახიობ ივანე კოსიხის გვარზე. სწავლობდა მოსკოვის სასაზღვრო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (სერგეი ბონდარჩუკის სახელოსნო). კინოში იღებდნენ 13 წლის ასაკიდან. მისი ყველაზე პოპულაური როლია - დანკა, ფილმში ”მოუხელთებელი შურისმაძიებელნი” (1964).