დაიბადა 1923 წლის 28 ივლისს სოფ. მარჩიხინოში (მოსკოვის ოლქი). 1946 წელს დაამთავრა გრიბეოდოვის თეატრთან არსებული სტუდია და 1949 წლამდე მუშაობდა ამავე თეატრში. 1949-54 წ.წ. იყო ჩებოქსარის მოზარდ-მაყურებელთა, 1954-68 წ.წ. იყო თბილისის მოზარდ-მაყურებელთა რუსული, 1968-70 წ.წ. რიაზანის მოზარდ-მაყურებელთა, 1971-85 წ.წ. - ომსკის მოზარდ-მაყურებელთა თეატრების მსახიობი. საქართ[ელოს დამსახურებული არტისტი (1966).