დაიბადა თბილისში 1919 წლის 18 ივნისს.დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ოთხი კურსი (ა. ციმაკურიძის ჯგუფი). 1941 წლიდან მუშაობას იწყებს თელავის თეატრში, როგორც მხატვარი და მსახიობი. 1944–45 წ.წ იგი მახარაძის თეატრის მსახიობია. 1946 წლიდან დაუბრუნდა თელავს. 1949 წლიდან გორის გ. ერისთავის სახ. თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1965).