მიშიკო კახიანი ოჯახურ ტრადიციას არ უღალატებს და მშენებელი გახდება. რუსეთში სამშენებლო ბრიგადას ხელმძღვანელობს. სადაც ბალტიისპირელ ბავშვიან ქალს, მარიას დაუახლოვდება. მარიასთან ურთიერთობა საზოგადოებაში გარკვეულ წინააღმდეგობებს შეუქმნის, მაგრამ მიშიკო ჭორებს ყურს არ უგდებს. როდესაც მამის ავადმყოფობის ცნობას მიიღებს, თბილისში მარიასთან და ბავშვთან ერთად გამოემგზავრება. მამას ცოცხალს ვერ ჩამოუსწრებს. მარიას, როგორც ცოლს, ოჯახში დატოვებს და ობიექტის დასამთავრებლად რუსეთში დაბრუნდება.