ცნობილ ჟურნალისტს სოფიკოს საზოგადოებრივი თუ ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად მრავალი ადამიანი მიმართავს. მუდამ დატვირთული, სხვათა საქმეების მოგვარებაზე მზრუნველი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საკუთარი ოჯახისთვის დრო აღარ რჩება. მისი მოუცლელობით დაღლილ მეუღლეს სხვა ქალთან გაუბამს ურთიერთობა. სოფიკო ამას მწვავედ განიცდის, მაგრამ პირად გრძნობებს თავს არავის ახვევს, შვებას კვლავ საყვარელ პროფესიაში პოულობს.