დაიბადა თბილისში 1921 წლის 14 მაისს. 1938 წელს დაამთავრა თბილისის 44-ე საშ. სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (გ. ტოვსტონოგოვის სახელოსნო). სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის (1943-1945), სოხუმის (1948-1956) თეატრებში. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1950). აფხაზეთის ავტ.რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1954). საქართველოს სახალხო არტისტი (1967). გარდაიცვალა 1985 წელს.