ორი უშვილო ოჯახი. ჩიტო და ვახტანგი ბავშვს იშვილებენ საბავშვო სახლიდან. ლია ბავშვის აყვანაზე დიდი ხანია ოცნებობს, მაგრამ დარდიმანდ, ქეიფის მოყვარულ ქმარს ვერ ითანხმებს. ჩიტო, რომელსაც ბავშვის მოვლა არ უნდა, ქმრის მივლინებაში ყოფნით ისარგებლებს და ნაშვილებ დათუნას ბავშვთა სახლში დააბრუნებს. დათუნას ახალი დედობილი ლია გახდება, რომელიც ქმარს გაეყრება და ბავშვს თვალის ჩინივით უვლის. ცოლის უგულობით შეძრული ვახტანგი სახლს მიატოვებს, დათუნას და ლიას მოძებნის და მათთან ერთად ბედნიერ ოჯახს შექმნის.