დაიბადა 1914 წლის 21 მარტს, თბილისში. 1932 წელს თბილისის პირველი ქორეოგრაფიული სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა სსრკ ტურიზმისა და ექსკურსიების სამხატვრო ბრიგადაში, რომელიც კონცერტებით უწევდა მომსახურებას მოკავშირე რესპუბლიკებს. 1933 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში. 1937 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუშ–ფაკის მუსიკალურ ფაკულტეტზე (ოლგა ბახუტაშვილ–შულგინას კლასი), რომელიც არ დაუმთავრებია. 1937-1943 წლებში მუშაობდა საქ. სახელმწიფო ფილარმონიაში ესტრადის მსახიობად. 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).