დათოს ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი ეკა უყვარს. იპოლიტეს ყველგან თავდამსხმელები ელანდება, გაუგებრობის გამო დათოც ავაზაკი ჰგონია, სადაც დაინახავს, მის შეპყრობას და მილიციისთვის გადაცემას ცდილობს. იპოლიტეს წყალობით უსიამოვნებაში არაერთგზის მოხვედრილი დათო და ეკა იპოლიტეს დაუკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.