დაიბადა 1946 წლის 16 აპრილს თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1979 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი. დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი(1972).